суббота, 21 декабря 2013 г.

ჩემი პორტფოლიო


დავამთავრე ჩემი პროექტი.მე და ჩემმა მოსწავლეებმა ნაყოფიერად ვიმუშავეთ.სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა.ჩვენ შევძელით და ჩვენი უფროსი მეგობრები ცოტა ხნით ბავშვობაში დავაბრუნეთ.შევქმენით წინასაახალწლო ხალისიანი გავწყობა.დროებით გემშვიდობებით,გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს.
დღეს ჩვენ გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს .ჩავწვდი მის რაობას.თითქმის დავასრულე ჩემი პროექტი.გადავხედე შესრულებულ ნამუშევრებს.

четверг, 19 декабря 2013 г.

რეფლექსია
როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა?
მოსწავლემ თავადაც შეძლოს თავისი ნაშრომის გააზრება და შეფასება.
ეს ჩეკლისტები ........
განმავითარებელი, შეფასების დაგეგმვა, სავარაუდო ნაშრომის შეფასება, თვითშეფასება


----- ადამიანი ყოველთვის უნდა აფასებდეს არა მარტო თავის ნაშრომსა და ცოდნას, საქმისადმი სიყვარულსაც უნდა აფასებდეს. ჩემი პროექტის თემამ და დღევანდელ დღეს დიდმა პრობლებამ: სიკეთე თუ ბოროტება - ჩვენი პატარები აქედანვე უნდა დააფიქროს და შეფასების ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც ტრენინგზე გავშალეთ შეიძლება მოსწავლემ ვერ შეძლოს ამ ასაკში, თუმცა ჩვენი პროექტით და ბავშვების მიერ ზღაპრებში დანახული გმირების დახასიათებით მე მგონი შეაფასებენ :


სიკეთე სიყვარულია, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება სიკეთე ვაკეთოთ. გიყვარდეთ, ხალხნო, ერთმანეთი! .სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია
 დროის სიმცირის გამო შეიძლება პროექტი სრულფასოვნად ვერ წარმოვადგინეთ, მაგრამ მის კეთებაში და შინაარსში კი გავერკვიე. იმედი მაქვს შემდეგი უკეთესად გამომივა.

 
 

სიკეთე სიყვარულია, უფლისა და ადამიანის კავშირი სიყვარულით ხორციელდება, იგი ღვთითკურთხეული ძალაა, მხოლოდ წრფელი გრძნობებით შეიძლება ღმერთთან დაახლოება. სიყვარულია გზა მოწყალე უფლის იდუმალებით მოცული ბილიკისაკენ.გიყვარდეთ, ხალხნო, ერთმანეთი! რადგანაც სიყვარული შობს სიყვარულს, სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.სიკეთე თავად სიცოცხლეა. ვისაც სიკეთის თესვა არ შეუძლია, მის სიცოცხლეს აზრი არა აქვს. სიკეთე გრძელია, ბოროტება კი-მოკლე. იგი ბოროტებაზე ძლიერია. სიკეთის მთესველი ადამიანი უზომოდ ბედნიერია. - See more at: http://blogger.ge/post/2441#sthash.NLLC6cRS.dpuf

суббота, 14 декабря 2013 г.

დღევანდელი მასალა ეხებოდე მოსწავლი სავარაუდო ნაშრომებს.ეს ნაშრომები დაკავშირებული უნდა იყოს  21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებთან .  ვნახეთ  მოსწავლის მიერ შესრულებული ნიმუშები . გავითვალისწინე მოსწავლის საჭიროებები და თუ როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე  ტექნოლოგიები .მოსწავლის ნამუშევარი დამეხმარება სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. დავგეგმე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შევუდექით მის განხორციელებას.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

რეფლესია

პროექტის დროს რა რესურსები გამოვიყენო, ტექნოლოგია რამდენად სწორად ჩავრთო, რომელი ვებ-გვერდები გამოვიყენო, თანაც არ დავარღვიო ეთიკური ნორმები და საავტორო უფლებები?
გზამკვლევის რესურსებში განვიხელეთ საავტორო უფლებების მასალები, შევქმენი ციტირების დოკუმენტი და გამოყენებული ლიტერატურის ფაილი. ვნახე და გავიგე ის საკითხები რაზედაც აქამდე არც დავფიქრებულვარ.
სწავლების თუ პროექტების კეთებისას, სასურველი შედეგებისა და მიზნებისათვის უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა შეფასებები სხვადასხვა ფორმებითა და სტრატეგიებით. მნიშვნელოვანია რამდენად სწორად შევარჩევ შეფასების ინსტრუმენტს რომ სწორად დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები. გავითვალისწინე ჩემი პროექტის მიზნები და შედეგები და გავაკეთე შეფასების დროში გაწერილი გეგმა, რომელიც დამეხმარება ჩემი მოსწავლეების შეფასებაში მთელი პროექტის მანძილზე

воскресенье, 1 декабря 2013 г.

რეფლექსია2

პროექტის თემა უკვე  მოვიფიქრე, დავიწყე დაგეგმვა,  დავწერე პროექტის მიზნები, ამოცანები, 21-ე საუკუნის უნარები, გადავამოწმეთ რუბრიკებით, პორტფოლიოში ვიწყებ თანდათან მასალების ჩალაგებას. გავარჩიეთ პროექტის საკვანძო კითხვები და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები, მივეცით რჩევები რაც ძალიან საინტერესო იყო. დავწერე ჩემი პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი საკვანძო კითხვები.
რეფლექსია1
 ინტერესი გამოიწვია ჩემში პროექტული სწავლების ტრენინგის პირველივე დღემ, უფრო სხვა თვალით შევხედე ყოველივე ამას, მივდიოთ 21-ე საუკუნის ცხოვრების ტალღას და კიდევ უფრო გავიმდიდროთ სასწავლო პროცესი. ახლებურად შევხედე  პროექტების კეთების  თანმიმდევრობას და ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უფრო მეტ მნიშვნელობას. მომეწონა ახალი გზამკვლევიც და დამაინტერესა მისმა გამოყენებამ, შევუდექი პროექტის იდეის განხორციელებას, შევქმენი ბლოგი, დავგეგმე პუბლიკაცია,